ადვოკატთა ასოციაციაში საგანმანათლებლო საბჭოს სხდომა გაიმართა

29 მაისი 2018

 

2018 წლის 28 მაისს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი და აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ჭეხანი დაესწრნენ.

 

საგანმანათლებლო საბჭოზე მოისმინეს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიერ განხორციელებული სამუშაოსა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

 

საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარემ, ადვოკატმა, ირაკლი ყანდაშვილმა საბჭოს წევრებს გააცნო ევროპის საბჭოსა და HELP-ს სამდივნოს სახელით მომართვა, HELP -ს ონლაინ კურსების განგრძობადი იურიდიული განათლების სისტემაში ინტეგრირების თაობაზე, რაც საბჭოს წევრების მიერ ერთხმად იქნა მხარდაჭერილი. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის კიდევ ერთ კონკრეტულ წარმატებულ პროექტს, რითაც უახლოეს პერიოდში გამდიდრდება ადვოკატთა განგრძობადი იურიდიული განათლების არსებული პროგრამა და სასწავლო მოდულები.

 

საგანმანათლებლო საბჭოზე იმსჯელეს ერთ-ერთი კერძო უნივერსიტეტის მომართვაზე, რითაც იურიდიული ფაკულტეტის დისერტანტის სადისერტაციო თემაზე ასოციაციას ეთხოვა, როგორც დარგის წამყვან სპეციალისტს, გამოხმაურების მომზადება, რაც იურიდიულ პროფესიაში ასოციაციის როლისა და მნიშვნელობის ზრდის კიდევ ერთი დასტურია.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი